ირმა ინაშვილი: ცვლილებები მეტყველებს, რომ სახელისუფლო გუნდმა უარი თქვა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე

Tbilisi Daily

პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პროპორციული სისტემა სასარგებლოა ამომრჩევლისთვის, რადგან ამომრჩევლის ხმა პირდაპირ აკუმულირდება საპარლამენტო მანდატში და არსად იკარგება. ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის დროს მოქალაქის შეკითხვას უპასუხა. ინაშვილის თქმით, რა რაოდენობის ხმასაც იღებს პარტია, იმ რაოდენობის მანდატები ხვდება პარლამენტში. „საინტერესო შეკითხვაა, ნახეთ, როგორ დააყენა საკითხი, ეს ცვლილება მნიშვნელოვანია პარტიებისთვის, ანუ ეგოისტურად სურთ პარტიებს ამ პროპორციული სისტემის მიღება, თუ ეს ჩვენთვის, საზოგადოებისთვისაც არის კარგი. ყველაფერი ერთად. ძალიან საინტერესო შეკითხვა დასვით. თქვენ, როგორც ამომრჩეველი, ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენს მიერ არჩეულმა პარტიამ მაქსიმალური უპირატესობა მოიპოვოს პარლამენტში, ხომ ასეა? თქვენ გსურთ, რომ თქვენი ხმა იყოს რეალიზებული. მარტივად მინდა, ავხსნა, რომ პროპორციული სისტემა, და მე სრულად პროპორციული სისტემის მომხრე ვარ, რა არის სინამდვილეში. პარტიული სიები, ანუ, რა რაოდენობის ხმასაც იღებს პარტია, იმ რაოდენობის მანდატები ხვდება პარლამენტში. ანუ, არის პირდაპირი კავშირი მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის. შეკითხვას მარტივი პასუხი აქვს. ეს არის სასარგებლო თქვენთვის,როგორც ამომრჩევლისთვის იმიტომ, რომ თქვენს მიერ მიღებული ხმა პირდაპირ აკუმულირდება საპარლამენტომანდატში და არსად არ იკარგება“,- განაცხადა ინაშვილმა. საკონსტიტუციოცვლილებები ირმაინაშვილი tbilisidaily