ირლანდია COVID-19-ის გამო საყოველთაო შეზღუდვებს დააწესებს
Tbilisi Daily
ორშაბათს ირლანდია COVID-19-ის გამო საყოველთაო შეზღუდვებს დააწესებს. უმაღლესი განათლების მინისტრის, საიმონ ჰარისის თქმით, ამის მიუხედავად, ქვეყანა ლოქდაუნის მსგავს ზომებს შეაჩერებს, რომელსაც წლის დასაწყისში მიმართავდა. იტყობინება Reuters-ი.
მთავრობამ ორი კვირის წინ, ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელების რეკომენდაცია უგულვებელყო, რაც COVID-19-ის შეზღუდვების უმაღლეს დონეზე გადასვლას გულისხმობდა. ამის ნაცვლად კი, რეგიონულ დონეზე გაამკაცრა შეზღუდვები, რაც მინისტრის თქმით, საკმარისი არ აღმოჩნდა.
ორი კვირის განმავლობაში ირლანდიაში 11 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 1 276 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი.