ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსეთის დაზვერვის ოფიცრები წვრთნებს ატარებდნენ
Sokhumi Daily
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსული სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის სადაზვერვო წევრებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა 20 კილომეტრიანი მსვლელობა მოაწყეს. “პირობითი მტრის ჩასაფრების გვერდის ავლით და განადგურებით” - იუწყება სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური.
ცაბალის პოლიგონზე სწავლების გეგმის თანახმად, მზვერავებმა, წარმოსახვითი მტრისგან ფარულად, გაიარეს მარშრუტები მთიან და ტყიან ტერიტორიებზე. უწყების ინფორმაციით, თითოეული სადაზვერვო ჯგუფისთვის მოეწყო ორი ჩასაფრება და განისაზღვრა მათი გადაადგილების საკუთარი მარშრუტები, რომლებიც ზოგიერთ რაიონში იკვეთებოდა. გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეები განლაგდნენ, როგორც პირობითი ჩასაფრებული მტრები.
პრეს - სამსახურის ინფორმაციით, წვრთნაში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ სამხედრო ოლქის 500-ზე მეტმა სამხედრომ. თითოეულმა მზვერავმა შეიარაღებითა და აღჭურვილობით გაიარა მსვლელობა. აღჭურვილობის საერთო წონა 30 კგ-ს აღემატებოდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა