რატომ დაწყევლა მღვდელმა დეპუტატები

Tbilisi Daily

„ჯერ იძახდნენ პირბადე მხოლოდ დაავადებულს უნდა ეკეთოსო! ეხლა ყველასათვის სავალდებულო გახადეს! და არ გაკეთების შემთხვევაში კერძო პირზე ჯარიმა განისაზღვრა 20 ლარით!“- წერს სოციალურ ქსელში მამა სებასტიანე ნეფარიძე. რას გვიპირებენ ისეთ ადამიანებს რომლებსაც გვაქვს სასუნთქი გზების პრობლემები!? რატომ უნდა მოვკვდე მე ვიღაც ღორი პარლამენტარების თუ სახელმწიფო მოხელის ხუშტურების გამო!? რატომ უნდა გამწიროს ჩემმა ქვეყანამ 20 ლარისათვის? გაქვსთ ვინმეს პასუხი!? თავსალაფი დავასხი ისეთ სახელმწიფოს და მის მართველებს სადაც ადამიანი 20 ლარად ფასობს! სადაც იმის გამო უნდა გავიგუდო პირბადით, რომ დაჯარიმების შემთხვევაში 20 ლარის გადახდის საშუალება არ მექნება! წყეულიმც იყოს ყველა ვისაც ხალხი ფეხებზე კიდია და მხოლოდ ფულზე ამყარებენ იმედებს!“, - წერს ფეისბუქზე მამა სებასტიანე. მღვდელი წყევლა დეპუტატები TbilisiDaily