კოვიდინფიცირების 2 970 შემთხვევიდან 1130 თბილისში დაფიქსირდა

Tbilisi Daily

დღეს გამოვლენილი კოვიდინფიცირების 2 970 შემთხვევიდან , დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში - 653, იმერეთში - 463, ქვემო ქართლში - 90, შიდა ქართლში - 105, გურიაში - 67, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 202, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 93, სამცხე-ჯავახეთში - 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24.