ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაიხურა.

Zugdidi Daily

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაიხურა. მთელ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გავრცელების შენდეგ, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად ქარჩავამ განცახდება გააკეთა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დროებით დახურვასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღი დახურული იქნება, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე. ამის მიხედვით ვარაუდობენ, რომ ბოტანიკური ბაღი 21 აპრილს გაიხსნება. ამ დროისთვის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში მხოლოდ ორი პერსონალი აგრძელებს დისტანციურ მუშაობას, ხოლო დაცვა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მოვალეობის შესრულებას. #ზუგდიდი #ზუგდიდისბოტანიკურიბაღი #საგანგებომდგომარეობა #კორონავირუსი #დახურვა #zugdididaily