საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება. მაია ცქიტიშვილის განმარტებით ისინი აღნიშნული შეზღუდვის მოხსნაზე ერთი კვირის შემდეგ იმსჯელებენ. 'ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა არ არის დაგეგმილი, ჯერ ჩვენ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრასნპორტის მუშაობაზე. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს იქ, სადაც მათი მარშუტებია გაწერილი. შესაბამისად საქალაქთაშორისოტრანსპორტი ამ ეტაპზე არ ამოქმედდება, ჩვენ შევაფასებთ ეპიდემიოლოგიურსიტუაციას ერთ კვირაში და მომდევნო პერიოდში მივიღებთ გადაწყვეტილებას ეს გაზრდილი მობილობაროგორ აისახება ეპიდსიტუაციაზე'-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თუ ეპიდვითარებაიქნება სტაბილური შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმება უფრო სწრაფად და თამამად.