თორნიკე რიჟვაძეს დღეს უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში უსმენენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს პრეზიდენტმა აჭარისუმაღლეს საბჭოს, აჭარისმთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები დასამტკიცებლად გუშინ წარუდგინა.სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატს და მინისტრთა კაბინეტს აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა უყაროს კენჭი.
თორნიკე რიჟვაძეს დღეს საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში უსმენენ. მისი განცხადებით, მინისტრების კანდიდატურა იგივე დარჩა, რადგანკრიზისის დროს მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს სტაბილური.
''არჩევნებში მონაწილეობიდან გამომდინარე, გარკვეულწილად განახლდა მთავრობის შემადგენლობა. განსაკუთრებით კრიზისის დროს მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს სტაბილური და გააგრძელოს იმ კონკრეტული სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომელსაც დღემდე ვაკეთებთ'' - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა.
თუ დეპუტატებმა წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი კვლავ მაია ხაჯიშვილიიქნება.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.
აჭარისფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.
სოფლის მეურნეობის მინისტრი კი გიორგი სურმანიძე.