კალაძე: რესტორნებსა და კლუბებს დროებით, უსასყიდლოდ გადავცემთ ჩვენს საკუთრებაში არსებულ ფართებს

On.ge

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რესტორნებსა და კლუბებს დროებით, უსასყიდლოდ შესთავაზებენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართებს. მისი განმარტებით, ეს შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობა, ან ტერიტორია, სადაც შესაძლებელია, საკლუბო სცენის მოწყობა. https://on.ge/story/59853-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1 "არის რესტორნები და კლუბები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ სხვადასხვა მიმართულებით. მუნიციპალიტეტს გაგვაჩნია სხვადასხვა ტერიტორია ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, ეს შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობები, ფართები. ჩვენ მზად ვართ, დროებით სარგებლობაში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, სანამ ეს პრობლემები არის გადმოგცეთ იმისთვის, რომ ისარგებლოთ და თქვენი ბიზნესი განახორციელოთ", — განაცხადა მან მერიის სხდომაზე. #News