რემდესივირი საქართველოში ორ კვირაში შემოვა, მაგრამ ის აფთიაქში არ გაიყიდება
Tbilisi Daily
რემდესივირის მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და ეს წამალი საქართველოში ორ კვირაში იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან განმარტა, თუ ვისთვის და რომელ დაწესებულებაში იქნება პრეპარატი ხელმისაწვდომი.
„ეს წამალი არის შესაბამისი ჩვენებით, აფთიაქში არ გაიყიდება. ესაა წამალი, რომელიც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ძირითადად სჭირდება მძიმე პაციენტებს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.