შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირებული 53,33% გამოჯანმრთელდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141408 შვეიცარიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახევარზე მეტია სრულად განკურნებულია. შვეიცარია კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოსახლეობაც მილიონს აღემატება, ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირებულთა რაოდენობით მხოლოდ ესპანეთს ჩამორჩება. ესპანეთში ყოველ მილიონი მაცხოვრებლიდან ინფიცირებულია 3638 კაცი, ხოლო სიაში მის მომდევნო შვეიცარიაში კი 2968 კაცი. განვლილ 24 საათში შვეიცარიაში ინფიცირების 273 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25688 გახდა. კორონავირუსით ინფიცირებულთა აბსოლუტური რაოდენობით შვეიცარია მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. ამავე პერიოდში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 100-ით გაიზარდა და 13700 გახდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 53,33%-ია.