აჭარაში პირბადეებს დაამზადებენ: ღირს თუ არა მისი გამოყენება?

Batumi Daily

აჭარაში პირბადეებს დაამზადებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება აჭარის ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გააკეთა. ''აჭარა ტექსტილმა გადააწყო წარმოების ხაზი და იწყებს სამედიცინო პირბადეების დამზადებას. არსებულ ვითარებაში გაზრდილია მოთხოვნა, კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის პირბადეების წარმოებას, რომ დეფიციტი არ შეიქმნას". - აცხადებს მინისტრი. პირბადეებს ქობულეთში დაამზადებენ. აღსანიშნავია, რომ პირბადეების ტარება ჯანმრთელი მოსახლეობისთვის რეკომენდირებული არ არის. პირბადე ვირუსის გადაცემისგან ბოლომდე ვერ იცავს ჯანმრთელ პირს ღია სივრცეში. ის განკუთვნილია უკვე დაავადებული პირისთვის ან პერსონალისთვის, რომელიც აქტიურად მუშაობს დაავადებულებთან. თუკი პირბადის გაკეთებას მაინც გადაწყვეტთ, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე წესი. პირბადე უნდა ფარავდეს პირსა და ცხვირს, მისი ფერადი ნაწილი კი გარეთ უნდა იყოს მიმართული. პირბადის გამოცვლა რამდენიმე საათში ერთხელაა საჭირო. პირბადის გაკეთებისას და მისი მოხსნის დროს, აუცილებელია ხელის დაბანა. პირბადეზე შეხების დროს კი მხოლოდ იმ ადგილს უნდა მოკიდოთ ხელი, რომლითაც ყურებზე იმაგრებთ. შესაძლებელია ასევე მრავალჯერადი გამოყენების პირბადის ყიდვა, რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ ირეცხება. ასეთ შემთხვევაში იხარჯება ნაკლები პირბადე მათთვის, ვისაც ეს სჭირდება და გარემოსთვისაც უკეთესია. #აჭარა #ქობულეთი #პირბადე #ქარხანა #დამზადება #batumidaily