მამაკაცი, რომელსაც ხელყუმბარა ეჭირა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

Tbilisi Daily

მამაკაცი, რომელსაც ხელყუმბარა ეჭირა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. არსებული ინფორმაცით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაშია. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.