ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

Zugdidi Daily

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 132 368-ს. დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ის 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით: კორონავირუსით ინფიცირებულია - 132 368  გამოჯანმრთელებულია - 110 049  გარდაცვლილია - 1 230  კარანტინის რეჟიმში - 2 033 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 945 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 373 მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #სამეგრელო #zugdididaily