მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 34 მილიონ 300 000-ს გადააჭარბა

Tbilisi Daily

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 34 მლნ 300 000-ს გადააჭარბა. ვირუსმა იმსხვერპლა მილიონ 25 000-მდე ადამიანი, 25 მლნ ნახევარზე მეტი პაციენტი კი განიკურნა. ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერ პოზიციაზე რჩება შეერთებული შტატები, მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე კი ბრაზილია. ევროპაში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი საფრანგეთშია. რთული ვითარებაა მეზობელ ქვეყნებშიც. სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID 19-ით 4 ადამიანი დაიღუპა და 491 დაინფიცირდა. აზერბაიჯანში გარდაცვლილთა რაოდენობა 2-ით, ინფიცირებულთა რიცხვი კი 80-ით გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.