France 24: ევროპა ვაქცინის შესამუშავებლად მილიარდობით ევროს გამოყოფს
Headline
ევროპული სახელმწიფოების ლიდერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესამუშავებლად 7,5 მლრდ ევროს გამოყოფენ. აღნიშნულის შესახებ მათ კოლექტიურ წერილში მოაწერეს ხელი.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ორშაბათს, 4 მაისს სპეციალური ვიდეო-კონფერენციაც გაიმართება.
კონფერენციის თანათავმჯდომარეები დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნორვეგია, ასევე არაევროპული სახელმწიფოები - კანადა, იაპონია და საუდის არაბეთი იქნებიან.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
წყარო: European leaders push €7.5-billion vaccine financing drive to fight Covid-19 (04.05.2020) www.france24.com
#coronavirus
#EU
#vaccine
#budget
#headline
#stopcovid19