ეს სამართლებრივი ნონსენსია - ჭიაბერაშვილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე
Pirveliradio Ge
ეს კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია, სამართლებრივი ნონსენსია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„მთავრობას უნდა, ისე შეზღუდოს პოლიტიკურ-სამართლებრივი და სამოქალაქო უფლებები მოქალაქეების, რომ პარლამენტშიც არ მოვიდეს და არ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, მთავრობა რას აპირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში და მეორე მხრივ, რატომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას. ეს არის ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლა, ანტიკონსტიტუციურია და მათ არ უნდათ, მოქალაქეებისთვის გაიმეტონ ის აუცილებელი სახსრები, რაც დღევანდელ კრიზისში მოქალაქეებს სჭირდებათ. მმართველ გუნდს უნდა პარლამენტის გვერდის ავლით აკეთოს ის, რაც „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს სურთ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.