პომპეო: კორონავირუსი ჩინურ ლაბორატორიაში წარმოიშვა
Headline
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, არსებობს ხელჩასაჭიდი ვარაუდები იმის თაობაზე, რომ კორონავირუსს ლაბორატორიული წარმოშობა გააჩნია.
პომპეოს მოსაზრებით, COVID-19 არა ერთ-ერთ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უჰანის ლაბორატორიაში წარმოიშვა. ამავდროულად სახელმწიფო მდივანს რაიმე სახის მტკიცებულება არ მოუყვანია.
ამერიკულ ტელეარხ ABC-სთან საუბრისას, მან ჩინეთის ხელისუფლება ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული გამოძიების ხელის შეშლაში და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობის სურვილის არქონაში დაადანაშაულა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
წყარო: DHS report: China hid virus’ severity to hoard supplies (04.05.2020). www.apnews.com
#coronavirusi
#laboratory
#USA
#China
#headline