34-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 34-ით გაიზარდა კორონავრუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და სულ 1684 შეადგინა.
ოფიციალური გვერდის STOPCOV.GE-ის მონაცემებით, 5-ითაა გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რიცხვია 1315. გარდაცვლილია 19 ადამიანი.
ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ-299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30824625.html
#ახალი_ამბები
#twitter