ვიეტნამში ავტობუსის ამოტრიალებას 9 ადამიანი ემსხვერპლა
Tbilisi Daily
ვიეტნამში, კუანგ ბინის პროვინციაში ავტობუსის ამოტრიალების შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა და ათობით დაშავდა.
ადგილობირივი მედიის ცნობით, უბედური შემთხვევა დილით მოხდა. ავტობუსს 40 ადამიანისგან შემდგარი ტურისტული ჯგუფი გადაჰყავდა.
პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც ავტომობილი გზიდან გადავარდა.
ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.