ავარიისას დაღუპული 16 წლის მოზარდის ოჯახი დამნაშავის დროულად დაპატიმრებას ითხოვს
Pirveliradio Ge
რუსთავში ავარიისას დაღუპული 16 წლის გოგონას ოჯახი დამნაშავის დროულად დაპატიმრებასა და ოკუპირებულ მხარესთან მოლაპარაკების დაწყებას ითხოვს, რადგან დაღუპულის მამა ამჟამად ახალგორში იმყოფება.
"ჩვენი ინფორმაციით, მას (ფორდის მარკის ავტომანქანას) მოსდევდა პატრულის მანქანა. ავარიის შემდეგ მძღოლი ავტომობილიდან არ გადმოსულა, გზა განაგრძო. მოგვიანებით გვითხრეს, რომ მანქანა გაჩერებული იპოვეს, შიგნით უკვე არავინ იყო. ალბათ დამნაშავე ფეხით გაიქცა," - ამბობენ ახლობლები "მთავარ არხთან" საუბრისას.