ID ბარათი და პასპორტი შინ მიტანით
Tbilisi Daily
70 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეები, ასევე, ისინი, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია, განაცხადის გაკეთებას ისეთ მოთხოვნად სერვისებზეც, როგორებიცაა: პირადობის მოწმობა, პასპორტი, ქონების რეგისტრაცია და სხვა, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. იმ შემთხვევადიც, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს.
ამისთვის, მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად სააგენტოს ეკიპირებული თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ეს მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი, მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.
იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები აღნიშნული ფორმატით მომსახურებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამდე გააგრძელებენ.
ახალი მოდელით არ გაიხსნება მხოლოდ საკარანტინო ზონაში მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები. ეს ფილიალებია: ბოლნისის და მარნეულის იუსტიციის სახლები, ასევე, კოდის, მანგლისის, თეთრიწყაროს, კაზრეთის, სადახლოს და კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრები.
შეგახსენებთ, იუსტიციის სახლებმა და საზოგადოებრივმა ცენტრებმა მუშაობა დღეს განაახლეს.
#news
#პასპორტი
#idბარათი
#იუსტიციისსახლი
#tbilisidaily
#dailynews
Tbilisi
Bolnisi
Marneuli
Sadakhlo
Tetri Tskaro
Manglisi
Kazreti
Kutaisi