აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

13 ინფიცირებულიდან  9 პირი კაფე საკონდიტრო „დონას“ კონტაქტებიდანაა. ერთი ინფიცირებული მუნიციპალური ტრანსპორტის ინფიცირებული მძღოლის კონტაქტია. ერთი საკარანტინე სივცრიდან. ორი კი აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრია. ინფორმაციას აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტრო აზუსტებს აგრეთვე გუშინ „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს, რომლებიც ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდნენ, COVID - 19 დაუდგინდა. აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე  ვირუსი დადასტურებული აქვს „საქართველოს ბანკის“ მხოლოდ ერთ თანამშრომელს. დღევანდელი მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. ბათუმში კაფე-საკონდიტრო „დონა" 31 აგვისტოს დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონეს, რომელიც მუშაობდა საკონდიტრო კაფეში. ამ მიზეზით თვითიზოლაციასა და კარანტინში  100-ზე მეტი პირი გადავიდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 28-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1596 შეადგინა. ოფიციალურ საიტზე, STOPCOV.GE-ზე განახლებული მონაცემების მიხედვით, 15-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ამ დრისათვის გამოჯანმრთელებულია 1294 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19 ადამიანი. 4 სექტემბრის დილის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 289. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30820231.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)