ევროპა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ გახდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უეფამ ევროპა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მილანის „ინტერის“ წევრი რომელუ ლუკაკუ დაასახელა.
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ბელგიელ თავდამსხმელს ჯილდო დღეს, ჟენევაში გადასცა, ევროპა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას.
რომელუ ლუკაკუმ გასულ სეზონში, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა შვიდი გოლი და შეასრულა ორი შედეგიანი გადაცემა. მისი გუნდი ფინალამდე მივიდა და საჩემპიონო მატჩში „სევილიასთან“ დამარცხდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30870611.html
#ახალი_ამბები
#twitter