ქუთაისში ლელა წურწუმიას კონცერტი , სავარაუდოდ, არ გადაიდება
Kutaisi Daily
ქუთაისელი მაყურებელი ლელა წურწუმიას 15 მაისს იხილავს. როგორც ცნობილია, კონცერტის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
მსოფლიო პანდემიის ფონზე გაჩნდა ეჭვი კონცერტის გადადებისთან დაკავშირებით, თუმცა, როგორ პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა, მამულიჩამ Kutaisi Daily-ს უთხრა, სავარაუდოდ, კონცერტამდე ყველაფერი კარგად იქნება და მისი გაუქმების შესახებ განცხადების გაკეთების საჭიროებას ვერ ხედავს:
"თუ ყველაფერი კარგად იქნება, 15 აპრილს კონცერტი ბათუმში ჩატარდება, 15 მაისს კი - ქუთაისში. ამ დროისთვის, იმედია, მშვიდობა გვექნება", - ამბობს ის.
#ქუთაისი
#ლელა
#წურწუმია
#მამულიჩა
#კონცერტი
#kutaisidaily