ბათუმის დელფინარიუმში შოუ ორშაბათის გარდა ყოველდღე გაიმართება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის დელფინარიუმმა მუშაობა განაახლა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დელფინების შოუ ორშაბათის გარდა, ყოველდღე 16:00 საათზე, ნებისმიერ ამინდში გაიმართება. მომდევნო თვეების განმავლობაში გაუქმებულია ინტერაქტივი დელფინებთან. რაც შეეხება აკვარიუმს, შეუფერხებლად, ყოველდღე იმუშავებს. დელფინარიუმის ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს დაიცვან დისტანცია და გაითვალისწინონ მანიშნებლებზე მითითებული რეკომენდაციები.