სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება - მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.
ნათია მეზვრიშვილისთქმით,ჯანდაცვის და ჰოსპიტალური სექტორი მომზადებულია.
''თუ საგანგებო მდგომარეობის დროს, გამოვაცხადეთ სრული კარანტინი, დღეს მიდგომა შეცვლილია. როცა შემოგვაქს შეზღუდვა, ეს არის ლოკალური და წერტილოვანი.
იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. კიდევ ერთხელ საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებაუნდა გვეკეთოს პირბადე, უნდა დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი არასასურველითავყრილობებისგან. გვესმის, რომ სოციალური ღონისძიებების აკრძალვამ უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღესაც არის ისიეთი კლასტერები, რომლებიც ქორწილებს უკავშირდება.
წლისდასაწყისშიგანვაცხადეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა იყო მოსამზადებელი, სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, გავატარეთ მკაცრი ზომები, სისტემის მოსამზადებლად უნდა შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება.სისტემა დღესარის მომზადებული“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ხვალიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაციაძალაში შედის.