წყალტუბოს სოფელ ნამოხვანის მოსახლეობამ რკინის ჯაჭვით ხიდი გადაკეტა

Kutaisi Daily

წყალტუბოს სოფელ ნამოხვანის მოსახლეობამ რკინის ჯაჭვით ხიდი გადაკეტა. ისინი ნამოხვან ჰესების კასკადის მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვით კომპანია ენკასთვისმუშაობაში ხელის შეშლას ეცადნენ, თუმცა პოლიციამ მათ გზა გაახსნევინა. შეკრებილების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტექნიკას არ გაიყვანს, ისინი საავტომობილო გზას ისევ გადაკეტავენ. შეგახსენებთ, რომ უკვე 19 დღეა, რაც სოფელ ნამოხვანში მოსახლეობის უწყვეტი აქცია მიმდინარეობს. ჰესის მშენებლობის ადგილზე მოქალაქეები მორიგეობენ. რეგიონის მოსახლეობა ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებს და ამბობს, რომ აღნიშნული ჰესის აშენების შემთხვევაში 1000 ჰექტარი ფართობი წყლით, ავარიის შემთხვევაში კი წყლით 18 მუნიციპალიტეტი დაიფარება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ნამოხვანჰესი #საფრთხე #ჰესები #kutaisidaily topnews.