კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური,წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე კორონავირუსითგარდაიცვალა - ინფორმაციას“საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს. ''მამა ზურაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა'' - აღნიშნულია ინფრმაციაში. რამდენიმე კვირის წინ COVID-19-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი, მღვდელი დავით მაჩიტაძე, დეკანოზი ანდრია ქვლივიძე ემსხვერპლნენ.