წყალდიდობას 24 ადამიანი ემსხვერპლა

Tbilisi Daily

24 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას ინდოეთში. ასამის შტატში სტიქიამ მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. მსხვერპლი მოჰყვა ძლიერი წვიმისგან წარმოქმნილ მეწყერსაც. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 30 ათასამდე ადამიანი, ისინი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. @ინდოეთი