,,იძულებული გავხდი მეღიარებინა ის დანაშაული, რაც არ ჩამიდენია."
Kutaisi Daily
ქუთაისის ციხეში მყოფი, გამზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებული პატიმარი ალექსანდრე ტოგონიძე სამართალს ითხოვს.
ტოგონიძე ამბობს, რომ 2019 წლის ნოემბერში, საჩხერის პოლიციის უფროსმა დაურეკა და პირად საქმეზე შეხვედრის მოტივით სახლიდან გაიყვანა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ პოლიციის შენობასთან მისვლამდე მოიტაცეს და იმერეთის სამხარეო სამმართველოში წაიყვანეს.
“დაიწყეს ჩემი სასტიკი ცემა და წამება, რათა ჩემს თავზე ამეღო მკვლელობა, რომელიც არ ჩამიდენია. ჯერ სკამზე თოკით დამაბეს და გონების დაკარგვამდე მირტყამდნენ, შემდეგ ცელოფნის პარკით მგუდავდნენ.
მემუქრებოდნენ ოჯახის წევრებით. იძულებული გავხდი მეღიარებინა ის დანაშაული, რაც არ ჩამიდენია. წამების შედეგად ვაღიარე, რომ თითქოს 2018 წლის გაზაფხულზე ბიზნესმენი ნიკოლოზ ქურასბედიანი მოვკალი,”-ამბობს პატიმარი.
მისივე თქმით, 17 წელი მოსამართლემ მხოლოდ იძულებით მიღებული ჩვენების საფუძველზე შეუფარდა.
“გამომძიებელი მეუბნებოდა, აზრი არ აქვს შენს ბრძოლას, მოსამართლე თათია გოგოლაურზე წყალტუბოს სასტუმროში გადაღებული პირადი ცხოვრების კადრები გვაქვს და იმას გააკეთებს, რასაც ვეტყვითო,”-ამბობს პატიმარი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კრიმინალი #ციხე #პატიმატი #ახალიამბები #სიახლეები #kutaisidaily
წყარო - topnews