„ქართული ოცნების" რეიტინგი მცირდება, რაც არაა გასაკვირი - ჭიაბერაშვილი

Pirveliradio Ge

„ქართული ოცნების" რეიტინგი მცირდება, რაც არაა გასაკვირი-ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ IRI-ს კვლევის შედეგებს. "ქართული ოცნება, ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი რეიტინგის მიუხედავად, რომელიც ყველა ხელისუფლებას აქვს ხოლმე, რეიტინგი მოდის დაბლა და არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ ტყუილ დაპირებას, რომელიც არ შესრულდა. ქვეყანას ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს პროფესიონალებით და კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.