აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს, არიან დაშავებულებიც
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის მთავრობის სახლის წინაქციაზე,დაპირისპირების დროს 1 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ირაკლი ჩხვირკია. კიდევ ერთ პირზე კი შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე აქტივისტიც.დაშავებული ერთი პირი კლინიკა 'მედცენტრშია' გადაყვანილი.ექიმის განმარტებით, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.
'ხელისუფლება აღარ არსებობს, მოხდა ადამიანების დაკავება იმიტომ, რომ თორნიკე რიჟვაძემ ვერ აიტანა ის ბუშტები, რომლებსაც ახალგაზრდა გოგო-ბიჭები პერფომანსის ფარგლებში უშვებდნენ. მან დაავალა კოტე ანანიაშვილს ეს ახალგაზრდები დაერბია. მინდა ამ ადამიანს შევაგნებინო, რომ ის არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თუ ის არ ემორჩილება კანონს და არ ითვალისწინებს იმას, რაც კანონით ევალება, შევეცდებით პოლიციის კორდონს მიღმიდან გავაგონოთ ხმა. გვინდა შეხვედრა' - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით დაკავებულია 1 პირი, პოლიციელის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო.
'შენობაზე ბუშტები ქონდათ დამაგრებული, მივიდა სამთავრობოს თანამშრომელი მოუწოდა, რომ მოეხსნათ ეს ბუშტები, გაშვებას და მსგავს აქციებს არავინ უშლიდა და ამის შემდეგ მოხდა პოლიციელებთან დაპირისპირება. დაკავებულია ერთი პირი, დაშავებულებისშესახებ გავერკვევით' - განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.