რუსეთის საპატრიარქოს მიერ პარიზში ქართული სამრევლოს დაარსება მიუღებელია
Tbilisi Daily
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რუსეთის საპატრიარქო პარიზში ქართული სამრევლოს დაარსებას გეგმავს, რაც მათთვის მიუღებელია. ამის შესახებ საუბარია საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ გერასიმეს წერილში, რომელსაც დასავლეთ ევროპისა და სლავური დიასპორის სამთავარეპისკოპოსოს, დუბნინის მიტროპოლიტ იოანეს უგზავნის.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედება მიუღებელია და შესაბამისი წერილით მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებას ასევე მოსკოვის საპატრიარქოს, დასავლეთ ევროპის და სლავიანური დიასპორის მმართველს, მიტროპოლიტ იოანეს მიმართეს. წერილში საპატრიარქო აცხადებს, რომ პარიზში 2009 წლიდან არსებობს თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესია და საზღვარგარეთ მყოფ მართლმადიდებელ ქართველებზე სულიერად ზრუნავს.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის საპატრიარქოს მსგავსი სურვილი მათთვის მიუღებელია და მხარეებს შორის არასათანადო კომუნიკაციის შედეგია.
საპატრიარქო წერილი
TbilisiDaily