ფეისბუქზე პრეზიდენტის ყალბი გვერდები შეიქმნა – ზურაბიშვილი
Pirveliradio Ge
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფეისბუქზე პრეზიდენტის ყალბი გვერდები შეიქმნა. ამის დასადასტურებლად პრეზიენტმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ფოტო მასალა ატვირთა. როგორც პრეზიდენტი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს არასწორ ინფორმაციას მის შესახებ ე.წ. ტროლები ავრცელებენ.
"Facebook-ზე შეიქმნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყალბი გვერდი, რომლითაც ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და სხვადასხვა ჯგუფების მეშვეობით, ე.წ. ტროლები ორგანიზებულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.