ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები
Batumi Daily
ბათუმის მერიის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ფიროსმანიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები დასრულდა. ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე არხი, ბორდიურები და ტროტუარი. აგრეთვე, დასრულდა ე.წ "ჟილინის არხის" მიმდებარედ გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციაც.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე, აბუსერიძიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე კვლავ გრძელდება. ასევე გრძელდება ინასარიძის ქუჩის რეაბილიტაციაც. აღნიშნულ ქუჩაზე მიმდინარეობს ორი ახალი სკვერისა და პარკირების სივრცის მოწყობა და განათების სისტემის მონტაჟი.
ბიუჯეტიდან პროექტების გასახორციელებლად 6 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
ფოტო: ბათუმის მერია
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily