საქართველოში COVID 19-ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 15 ახალი დადასტურებული შემთხვევის ჩათვლით, ამჟამად საქართველოში 1321 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხება. „15 ახალი დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთია: 9 შემთხვევაა მოგზაურობა ეპიდაფეთქების ზონაში, 4 შემთხვევა გახლავთ კონტაქტები მანამდე დადასტურებულ შემთხვევებთან, 1 შემთხვევა შემოტანილია სატვირთო ავტომანქანის მძღოლის მიერ და კიდევ 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“ - განაცხადა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა და 188-ს შეადგენს. ამასთან, სამკურნალო ცენტრებში კვლავაც რჩება 216 პაციენტი, აქედან კრიტიკულია 6 პაციენტის მდგომარეობა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30785082.html #ახალი_ამბები #twitter