ამ დაავადებასთან ბრძოლის სვა გამოცდილება მსოფლიოს არ აქვს - გამყრელიძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=141932 სამწუხაროდ, ჯერჯერობით გარდა სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვებისა სხვა გამოცდილება არცერთ ქვეყანას აქვს ამ დაავადებასთან ბრძოლის - ამის შესახებ განცხადება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. "კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ; მესმის, რთულია საგანგებო მდგომარეობის დროს ცხოვრება. მესმის, რთულია ერთი კვირით კიდევ გადავადება მანქანებით მოძრაობის აკრძალვის; მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით გარდა სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვებისა სხვა გამოცდილება არცერთ ქვეყანას აქვს ამ დაავადებასთან ბრძოლის. შედეგს ვინც მიაღწია, მიაღწია ამ შეზღუდვებით და სოციალური დისტანცირებით. გთხოვთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც გაჟღერდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება და გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს, რომ ჩვენ დავიცვათ თქვენი მშობლების, ბებიების და ბაბუების ჯანმრთელობა. თუ ამას დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, რომ საქართველო გამოვა ძალიან ნაკლები დაზიანებით." - განაცხადა გამყრელიძემ.