აშშ-ში ბოლო კორონავირუსის 65 490 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Tbilisi Daily
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 65 490 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 900 ინფიცირებული კი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაცს CNN-ი ავრცელებს.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 4 178 021 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რიცხვი კი 146 460-ს უტოლდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.