კვლევის თანხმად, 2070 წლისთვის 3 მილიარდზე მეტი ადამიანი ექსტრემალური სიცხის პირობებში იცხოვრებს
Tbilisi Daily
2070 წლისთვის 3 მილიარდზე მეტი ადამიანის საცხოვრებელ ადგილებში ჰაერის ტემპერატურა გაუსაძლისამდე გაიზრდება. ასეთია ახალი კვლევის შედეგები, რომელსაც BBC აქვეყნებს.
როგორც ევროპელი, ჩინელი და ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, თუ უახლოეს მომავალში სათბურის გაზების დონე არ შემცირდება, უამრავ ადამიანს 29 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში მოუწევს ცხოვრება.
კვლევის თანახმად, ცვლილებები შეეხება ჩრდილოეთ ავსტრალიას, ინდოეთს, აფრიკას, სამხრეთ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთის ნაწილებს.
https://www.bbc.com/news/science-environment-52543589
#გლობალურიდათბობა #მეცნიერება #კვლევა #tbilisidaily