ბოლივიის პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა
Tbilisi Daily
ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჟანინ ანიეს ჩავესი COVID19-ით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან twitter-ის გვერდზე დაწერა.
„ტესტმა დადებითი პასუსი აჩვენა, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ და მუშაობას თვითიზოლაციაში განვაგრძობ“, - აცხადებს დროებითი პრეზიდენტი.
ბოლივიაში COVID19-ის 44 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში 1600-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა,13 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.