პოლონეთმა "გაზპრომი" 57 მილიონით დააჯარიმა

Tbilisi Daily

პოლონეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა რუსული "გაზპრომი", "ჩრდილოეთის ნაკადი -2"-ის საქმეზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით უარის გამო, 57 მილიონი დოლარით დააჯარიმა. კონკურენციის და პოლონეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველოს (UOKiK) თავმჯდომარემ ტომაშ ხრუსტნიმ ბრალდება სულ 6 კომპანიას: რუსულ " გაზპრომს", შვეიცარიულ Engie-ს ჰოლანდიურ Wintershall-სა და კომპანიებს Uniper-ს, OMV-სა და Shell-ს წარუდგინა. გამოძიება ეხება კონსორციუმს რომელიც რომელიც "ჩრდილოეთის ნაკადი - 2"-ის გაზსადენის მშენებლობას UOKiK -ის ნებართვის გარეშე აფინანსებს.