ფედერერი საუკეთესოა, მაგრამ ნადალისთვის ჯოკოვიჩი უფრო რთული მეტოქეა

Headline Sport

რაფაელ ნადალის ბიძის, ტონი ნადალის აზრით, ამ თაობის საუკეთესო ჩოგბურთელი როჯერ ფედერერია, მაგრამ მსოფლიოს ახლანდელი პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ყველაზე რთულ ოპონენტად რჩება ესპანელი ჩოგბურთელისთვის. "რაფას ბიძა და მწვრთნელი, რომ არ ვყოფილიყავი, ყველა გათამაშებაზე ფედერერს ვუგულშემატკივრებდი და მენდომებოდა, ყველაფერი მას მოეგო, რადგან ძალიან მომწონს მისი თამაშის სტილი, როჯერი ძალიან ელეგანტურია და ამავდროულად ეფექტურიც. მე ვფიქრობ, რომ ის საუკეთესოა, არც ვიცი ვინ შეიძლება მასთან დადგეს, შეიძლება როდ ლეივერი ან შეიძლება რაფაც, მემგონი ძაან არ ჩამორჩება. მაგრამ ამ მომენტისთვის როჯერი საუკეთესოა." - აცხადებს ტონი ნადალი ეუროსპორტთან ინტერვიუში. "ნოვაკი ძალიან რთული მეტოქეა. საქმე იმაში არაა რომელი უკეთესი მოთამაშეა. ფედერერის წინააღმდეგ თამაშის დროსაც, ჩვენ წინასწარ გვქონდა გეგმა მის დასამარცხებლად და ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა მის დასამარცხებლად. მაგრამ როდესაც ჩვენ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ გავდიოდით, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ზუსტად არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ ის დაგვემარცხებინა." - აგრძელებს ტონი ნადალი. ტონი ნადალი 2017 წლის სეზონის შემდეგ აღარ არის რაფას მწვრთნელი. ესპანელ ლეგენდას ამჟამად ყოფილი პირველი ჩოგანი კარლოს მოია წვრთნის. #Headlinesport #sport #tennis #nadal #toninadal #rafa #djokovic #novak #roger #federer