თურქეთში დასაქმებულები აქციას მართავენ და საზღვრის გახსნას ითხოვენ 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თურქეთში დასაქმებული მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი საქართველოს მთავრობისგადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც 5 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას ეხება.მათ შორის კი არ მოხვდა თურქეთი. ამბობენ, რომ დეპუტატებთან და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან შეხვედრამდე ადგილზე დარჩებიან. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ლადო მგალობლიშვილთან შეხვედრას, რომელმაც მათი თქმით, ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში მშიერი მოქალაქეები არ არიან. თურქეთში დასაქმებულები, აჭარის მაუწყებელთან საუბრისას ამბობენ, რომ ფულადიდახმარება არ მიუღიათ.იმ შემთხვევაში თუ საზღვარი თურქეთთან ისევ არ გაიხსნება, ისინი ერთჯერადი დახმარების ნაცვლად, ყოველთვიურ შემოსავალს ითხოვენ.აქციაზე იმყოფენა უფლებადამცველითამაზ ბაკურიძე. თურქეთში დასაქმებულებმა აქცია 1 ივლისს, სარფის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზეც გამართეს. მთავრობა მოქალაქეებს 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას სთავაზობს. თურქეთთან საზღვარი მარტში, კორონავირუსისპანდემიის გამო ჩაიკეტა.