ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია საქართველოს უძლიერესი მამაკაცი გახდა

Kutaisi Daily

ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია უძლიერეს მამაკაცთა შორის გამართული საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. შეჯიბრებები ბათუმში 14-დან 16 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში ქუთაისიდან შვიდი სპორტსმენი ჩაერთო. კონსტანტინე ჯანაშიამ მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა, ჯიმშერ ჭელიძე კი 90კგ. წონით კატეგორიაში მე-3 ადგილის მფლობელი გახდა. ჩემპიონატში საქართველოს მასშტაბით სულ 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სპორტი #სპორტსმენი #სპორტის_ახალი_ამბები #kutaisidaily წყარო - topnews.ge