ქუთაისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელს კორონავიურუსი დაუდასტურდა
Tbilisi Daily
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ქუთაისის ცენტრის ხელმძღვანელი და რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ცენტრის უფროსს, მაია რუხაძეს ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ეტაპობრივად დაინფიცირდნენ. უმეტესობამ ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას აგრძელებს.