თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141359
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, საერთო ჯამში თბილისის ინფექციურში კოვიდ19-სგან 45 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი უკვე – 68.
„ერთ პაციენტთან დღეს განმეორებით უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ერთი პაციენტი გაჯანმრთელებული დაგვემატა. ჩვენთან არის უკვე გამოჯანმრთელების 45-ე შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით იქნება 68 გაჯანმრთელებული“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა და ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ისევ 266-ს შეადგენს.
„ჯერჯერობით, დილის შემდეგ დადასტურებული შემთხვევები არ დამატებულა და კვლავ 266-ია. გუშინ დღეს დილამდე 14 ახალი შემთხვევა იყო, შესაძლებელია, პაციენტები ნაწილდებიან ახლა სხვადასხვა კლინიკებში დადასტურებული შემთხვევებით, მაგრამ ამ 14-ის შემდეგ დადასტურებული შემთხვევები ჯერჯერობით არ გვაქვს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.