კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

Tbilisi Daily

ორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან 5 შემოტანილია და სატვირთოს მძღოლები არიან, 5 შემთხვევა დაავადებულებთან კონტაქია, ხოლო 10 შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევევის შედეგად გამოვლინდა. ეზუგბაიამ ასევე განაცხადა, რომ კოვიდ ცენტრებში ამჟამად მკურნალობას 188 პაციენტი აგრძელებს. საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.