იტალიაში არალეგალებს „პერმესოს“ შეტანის ვადა გაუხანგრძლივდათ

Tbilisi Daily

იტალიაში მყოფი არალეგალი ემიგრანტები ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით ისარგებლებენ. არსებული ინფორმაციით, „პერმესოს“ შეტანის ვადა 15 აგვისტომდე გადაიწია. „ამ საბუთის აღება იტალიელ მეპატრონეზეა დამოკიდებული. ის უნდა მოვიდეს და მან უნდა მიიღოს ყველა პასუხი, რასაც „პერმესო“ მოითხოვს. თუ იტალიელი თანახმა არ არის, ქართველი ამის გარეშე ვერ გაიკეთებს. ასევე ემიგრანტს არ უნდა ჰქონდეს, სამართალდამცავ ორგანოებთან რაიმე სახის პრობლემა. არც გაძევების საბუთი უნდა ჰქონდეს. თორემ, ასეთ შემთხვევაში საბუთის მოთხოვნა განულდება. როდესაც დამსაქმებელი მოდის 400 ევროს გადაიხდის, შემდეგ 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურ გადასახადს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ანაზღაურება ექნება,“ – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი ფიქრია კუჭუხიძე.