ქვრივიშვილი: ეკონომიკა თვიდან თვემდე ჯანსაღდება
Tabula
ამბობს ქართული ოცნების სიის მერვე ნომერი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. პანდემიის დაწყების შემდეგ, ბიზნესი თვეების მანძილზე გაჩერებული იყო. ასევე, ჩაიკეტა საზღვრები და რეგულარული ფრენის უფლება მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანიას, სამ ქალაქში მიეცა. სექტემბრის შემდეგ, ქორწილების გადახდა ისევ აიკრძალა, ხოლო რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მზე მუშაობენ. ლარი თებერვლის შემდეგ დოლართან 47 თეთრით, ევროსთან კი, 80 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. მიმდინარე წელს მშპ-ს კლების საშუალო მაჩვენებელი 5%-ია.
http://www.tabula.ge/ge/verbatim/181742-qvrivishvili-ekonomika-tvidan-tvemde-jansaghdeba